16 ივლისი 2018,   13:02
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილმა პირველ რაუნდში ავსტრიელ ჟერალდ მელცერს 4 სეტში 6:3, 6:4, 2:6, 6:3 მოუგო.

მატჩი 2 საათი და 21 წუთი გაგრძელდა. ქართველი სპორტსმენი შეხვედრის ფავორიტად ითვლებოდა და სტატუსი გაამართლა კიდეც.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ლუკას პუიე-რუბენ ბემელმანს შორის გამარჯვებული იქნება.

 

დღის ამბები