17 ოქტომბერი 2021,   20:02
ვრცლად
ჩემთვის ნებისმიერი ასეთი ადამიანის სიტყვები ითარგმნება ოკუპანტი ქვეყნის ნარატივად - პრემიერი გვარამიას ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრი ნიკა გვარამიას ანტიდასავლური რიტორიკის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს. მამუკა ბახტაძე, "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას კერძო დავას უწოდებს.

"მე ვიცი რომ ერთ-ერთი აქციონერი ედავება კომპანიას, რომ მოხდა ფინანსურ საკითხებში მნიშვნელოვანი დარღვევები, რის შედეგადაც მან იზარალა და ვიცი, რომ დღეს უნდა ყოფილიყო გამოკითხვა. კანონი უზენაესია ჩვენ ვართ თანასწორი კანონის წინაშე - მხოლოდ ეს განმარტება შემიძლია გავაკეთო, რაც შეეხება პიროვნების პროდასავლურ კურსს,  როგორც მოქალაქე ამაზე გიპასუხებთ.

ჩემთვის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში ჩართული, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, მათ შორის თავისი განცხადებებით,რ ომ ევროპული ინსტიტუტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს თურმე არიან სუბიექტურები და მოსყიდულები, ჩემთვის ნებისმიერი ასეთი ადამიანის სიტყვები ითარგმნება ოკუპანტი ქვეყნის ნარატივად.

„ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ მედია პლურალიზმი და ჩვენ ამ მედია პლურალიზმს ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ,“-განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები