26 ოქტომბერი 2020,   05:02
ვრცლად
სოციალური თემაც არის, რომ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას - ნათია თურნავა

მნიშვნელოვანი მიზანი და ამოცანა - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებას. ნათია თურნავას განცხადებით, ეს ერთგვარი სოციალური პროექტია, რომლის საშუალებითაც რუსეთში მცხოვრები მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში ჩამოსვლას შეძლებს. მისი თქმით, ამ ინიციატივას განსხვავებული ინტერპრეტაცია მიეცა. თურნავა ამბობს, რომ მგზავრთანაკადის წახალისება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ხდება და ინიციატივას აეროპორტების გაერთიანების კომპანია აფინანსებს.  

"საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზანი და ამოცანაა,რომ მილიონზე მეტი რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე შეძლებს, რომ თავისუფლად ჩამოვიდეს საქართველოში და არ შეეჯახოს იმ პრობლემას, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა.

ვფიქრობ, საკმაოდ დიდი მიზანი და ამოცანაა, რომელიც იმსახურებს და მათ შორის სოციალური თემაც იყო. თავიდანვე არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ის პრაქტიკა მარკეტინგული მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ დროდადრო მივმართავთ.

ეს არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამას აკეთებს ჩვენი აეროპორტების გაერთიანების კომპანია, დროდადრო მიმართავს სხვადასხვა მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადების მხარდაჭერის თვალსაზრისით,“ - აცხადებს თურნავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები