26 ოქტომბერი 2020,   06:00
ვრცლად
ნატო გამალებული შეიარაღების თავიდან აცილებას შეეცდება - სტოლტენბერგი

ნატო გამალებული შეიარაღების თავიდან აცილებას შეეცდება - ეს განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული შეთანხმების დასრულების შემდეგ გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო შეთანხმდა რუსეთის შეკავების გზებზე და საჭიროების შემთხვევაში მოსკოვის მიმართ მისი რეაგირება ზომიერი იქნება.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისიც დაადასტურა, რომ ნატო ევროპაში ბირთვული რაკეტების განლაგებას არ აპირებს და შეიარაღებაზე კონტროლის მიზნით რუსეთთან არც ახალი შეთანხმების გაფორმებას გამორიცხავს.

დღის ამბები