26 ოქტომბერი 2020,   05:28
ვრცლად
მიქაუტაძეს იუსტიციის საბჭოში უსმენდნენ - არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ მდივანი 20 რჩეულ კანდიდატს შორის მოხვდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი და საბჭოს მდივანი კოლეგების შეკითხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგითი კანდიდატის რანგში პასუხობდა. გიორგი მიქაუტაძეს ვრცელი განმარტებების გაკეთება მოუწია სასამართლო კლანის ბოსებთან ახალო კავშირებისა და მეგობრობის შესახებ.

გიორგი მიქაუტაძე ადასტურებს, რომ სისტემის ყველაზე ოდიოზური და ხმაურიანი მოსამართლე - ე.წ. კლანის ბოსადწოდებული მიხეილ ჩინჩალაძე მისი მეგობარია. ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს "ქართული ოცნების" დეპუტატ ვანო ზარდიაშვილთანაც. თუმცა საზოგადოებაში არსებული მითქმა-მოთქმის გამო მეგობრებზე უარის თქმას არ გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძე ცდილობდა, ყველა დაერწმუნებინა, რომ ის არ არის პრივილეგირებული პერსონა, საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი დარწმუნებულია, რომ სწორედ ის იქნება იმ რჩეულ კანდიდატებს შორს, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიას მოირგებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები