26 ოქტომბერი 2020,   06:20
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება შუამთობის დღესასწაულზე დღესასწაულზე - აჭარაში პრემიერს აქციით დახვდნენ

პრემიერს აჭარაში დღეს ხმაურით დახვდნენ - ”გახარია წადი” - ამ მოთხოვნით ბეშუმში ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 

„გახარია შენ ხარ ჯალათი, სისხლიანო გახარია, წადი,“ - ეს შეძახილები ისმოდა დღეს ბეშუმში.  

შეკრებილებმა შუამთობის დღესასწაულზე მისულ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს. პოლიციამ პრემიერთან მიახლოების საშუალება აქციის მონაწილეებს არ მისცა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.  

„ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ახლოს მივსულიყავით პრემიერთან და გვეთქვა იმ აქციის შესახებ, რომ გახარია უნდა წავიდეს, თუმცა ნახეთ, რომ პოლიციამ გადაგვიკეტა გზა, ძალადობს პოლიცია, რომ კომფორტი შეუქმნას პრემიერს და ახლოს არ მიგვიშვას. როგორც ჩანს, ეს არის დღესასწაული მხოლოდ ქართული ოცნების და პრემიერის, ისე როგორც დააბრმავეს ხალხი, ისე არის დღეს მთავრობა დაბრმავებული და დაყრუებული, არ ესმის ამ ხალხის“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მიხეილ ბოლქვაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გავრილოვის ღამის მოწყობა არ ეპატიება. მისი თქმით, ქვეყანაში "ქართული ოცნების" მმართველობა უნდა დასრულდეს.  

„ახალგაზრდები მართავენ მშვიდობიან აქციას სისხლიანი გახარიას ბანერით, სადაც წერია, რომ გახარია უნდა წავიდეს. გავრილოვის ღამე მას არ ეპატიება. თუმცა, პოლიცია სრულ პანიკაშია, ამოიყვანეს ზონდერები, რომლებსაც არც ფორმა აცვიათ და არც დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. ბავშვს გადაუარეს და დააზიანეს. ამიტომ უნდა დასრულდეს კრიმინალური, ქოცური მმართველობა“ - აცხადებს მიხეილ ბოლქვაძე.

 

დღის ამბები