26 ოქტომბერი 2020,   05:38
ვრცლად
გაფლანგული მილიონები - არსებული ინფორმაციით, ექსპრემიერ კვირიკაშვილს გამოკითხვაზე დაიბარებენ 

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარონ. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურას აინტერესებს კვირიკაშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი გაფლანგული მილიონებთან. 

"კურიერი" ინფორმაციის გადასამოწმებლად გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, მხოლოდ იმას, რომ გამოძიება საქმეზე გრძელდება. 

"რუსთავი2" დიმიტრი ქუმსიშვილთან და დავით შავლიაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. 

პროკურატურა ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ ისევ გააქტიურდა - ქუმსიშვილის და ალავიძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზე დაიბარებენ ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ, დავით შავლიაშვილსაც

ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრი ზურაბ ალავიძე დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.

ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. 

გავრცელებული ცნობით, პროკურატურის ინტერესი ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის, დიმიტრი ქუმსიშვილის და დავით შავლიაშვილის მისამართით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართვლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

მათ ეჭვი აქვთ, რომ ავტობანის მშენებლობის პროექტზე, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს ან მიითვისეს თანხები. მათ უკვე დასკვნაც მოამზადეს, სადაც საუბარია ეჭვებზე.

გარდა ამისა, პროკურატურა იძიებს უკრაინულ კომპანია „ალტკომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ 47 მილიონი გადაუხადა, თუმცა „ალტკომმა“ ვალდებულებები არ შეასრულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები