26 ოქტომბერი 2020,   06:10
ვრცლად
"ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს" - საქართველოს რკინიგზის პასუხი თანამშრომლებს

რკინიგზელების მიერ მასშტაბური აქციების დაანონსებას, რომლითაც ისინი ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ, საქართველოს რკინიგზა განცხადებით ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ დასაქმებულებს, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, 2020 წლის პირველი მარტიდან ხელფასი ემატება 10%-ით. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.

"ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპირო" - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები