26 ოქტომბერი 2020,   06:02
ვრცლად
გადამწვარი ვენახები, ბაღები და სიმინდის ყანები - სამ თვეზე მეტია ნახიდურში სარწყავ წყალს ელოდებიან

სამ თვეზე მეტია ნახიდურში სარწყავ წყალს ელოდებიან. სოფელში გადამწვარია ვენახები, ბაღები და სიმინდის ყანები. ადგილობრივები მოსავლის და შემოსვლის გარეშე რჩებიან.  მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

მოსახლეობა ამბობს, რომ შარშან გაცილებით მეტი მოსავალი ქონდათ, წელს კი მათი ვარაუდით რაც დათესეს იმის ნახევარსაც ვერ მიიღებენ, შესაძლოა ვერც ბანკებიდან აღებული სესხი დაფარონ. იმ შემთხვევაში თუ დახმარებას ვერ მიიღებენ, ადგილობრივები ბოლნისის გზის გადაკეტვას აპირებენ.

ოქტაი შაჰმიროვი, რომელიც ერთ-ერთია ვისაც უწყლოობით მოსავალი გაუფუჭდა ამბობს, რომ მისი თანასოფლელების მსგავსად მასაც კრედიტი აქვს აღებული და ახლა აღარ იცის, როგორ დაფარავს სესხს.
მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ მორწყვის პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი და წყალს მხოლოდ მათ აძლევენ, ვინც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარს უჭერს ან ქრთამს უხდის. თავად დეპუტატი კი პროვოკაციაზე საუბრობს. ვუგარ ისაევის ამტკიცებს, რომ ცილს სწამებენ.

უწყლოობას მოსახლეობა ბოლნისის ორ სოფელს, ტალავერსა და ნახიდურს შორის დაწყებულ ჰესის მშენებლობასაც უკავშირებს. მათი თქმით ,,ჭაპალა ჰესის’’ ამუშავების შემდეგ უწყლოდ შეიძლება ბოლნისის რამდენიმე სოფელი დარჩეს და იქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს. ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად ჰიდროელექტრო სადგური მაინც შენდება.

მელიორაციის სამსახურში უწყლოობას გვალვით ხსნიან. ,,მაშავერა"" ცენტრის უფროსის თქმით წყალი ყველას თანაბრად მიეწოდება, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ პრობლემა არსებობს.

 ავტორები : ჯეიხუნ ნარზალოვი, ნინო გაზდელიანი



დღის ამბები