24 ნოემბერი 2020,   16:51
ვრცლად
21 მილიონი ლარის უმეტესი ნაწილი გამოყოფილ იქნა ჩვენს სამხედროებზე - თავდაცვის სამინისტრო

გაზრდილი სამივლინებო ხარჯები - თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 21 მილიონი ლარის უმეტესი ნაწილი სამხედროების საერთაშორისო მისიებში გასამგზავრებლად გამოიყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლების ქვეყნის შიდა და ქვეყნის გარე მივლინებებზე მხოლოდ 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

„მოყვანილი რიცხვის 21 მილიონი ლარის უმეტესი ნაწილი (18,004,421 მილიონი ლარი) გამოყოფილ იქნა ჩვენს სამხედროებზე, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მსახურობენ და იცავენ მსოფლიო უსაფრთხოებასა და მშვიდობას. შესაბამისად, თუკი ზემოთ აღნიშნულ რიცხვს გამოვაკლებთ საერთაშორისო მისიებისთვის განკუთვნილ სამივლინებო ხარჯების რიცხვს დაგვრჩება 2,727,514 ლარი, რომელიც განკუთვნილია თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლების ქვეყნის შიდა და ქვეყნის გარე მივლინებებზე.

რაც შეეხება, სამოქალაქო პირების სამივლინებო ხარჯებს, მოგახსენებთ, რომ 2017 და 2018 წლების სამივლინებო ხარჯებში კლების ტენდენციაა (419 ათას 811 ლარი, 415 ათას 599 ლარი შესაბამისად) და უფრო მეტიც მაგალითად 2015 წელთან შედარებით სახეზეა საგრძნობი კლება (1 112 559 ლარი ), ამის მიზეზი კი ცალკეულ ვიზიტებზე დელეგაციის წევრთა რაოდენობის საჭიროებისამებრ განსაზღვრაა. ზოგადად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ხარჯების ეფექტური და რაციონალური განკარგვაა. ამაზე მიუთითებს, პერსონალზე სახელფასო უზრუნველყოფის წილის შემცირება თავდაცვის მთლიან ბიუჯეტთან მიმართებით, რითაც ჩვენ ნატოს კიდევ ერთი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ,” - აცხადებენ ლევან იზორიას უწყებაში.

განათლების სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ეს თანხები მოიცავს უწყებაში შემავალი ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის და არასამეწარმეო იურიდიული პირის სამივლინებო ხარჯებს.

აქვე დაზუსტებულია, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ , უწყებაში შედის გარდა საჯარო სკოლების შედის 219 საბიუჯეტო ორგანიზაცია.

გაზრდილ სამივლინებო ხარჯებზე განმარტება მხოლოდ ორ უწყებაში გაკეთდა.

რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციას, რომლის სამივლინებო ხარჯიც რეკორდულად არის გაზრდილი განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.  

დღის ამბები