12 აგვისტო 2020,   08:57
ვრცლად
ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათ ოჯახებზე - შს მინისტრი აგვისტოს ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი აგვისტოს ომში დაღუპული პოლიციელების  ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს შეხვდა. გიორგი გახარიამ  სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული თანამშრომლების  მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. სამინისტრომ 19-ივე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს მატერიალური დახმარება გაუწია.

„უპირველესი ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათ ოჯახებზე და პირველ რიგში, მათ შვილებზე, რასაც ჩვენ შსს-ში ვცდილობთ ყოველწლიურად გავაკეთოთ. ეს არის ყველაზე მცირე რაც ჩვენ შეგვიძლია ამ ვაჟკაცების ხსოვნის პატივსაცემად გავაკეთოთ და მათი ოჯახების პატივსაცემად გავაკეთოთ. ყოველ წელს ჩვენ ვცდილობთ ყურადღება მივაქციოთ მათ შვილებს, მათ მეუღლეებს, მათ მშობლებს და მათთან ერთად ქედს ვიხრით და ვგლოვობთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები