25 სექტემბერი 2021,   17:09
ვრცლად
გაფლანგული მილიონები და უწყლოდ დარჩენილი გარდაბანი - ბიუჯეტიდან გამოყოფილი 8 მილიონი ლარი სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებას შეეწირა

გარდაბანში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი 8 მილიონი ლარი სავარაუდოდ კორუფციულ გარიგებას შეეწირა. პროექტი, რომლისთვისაც აღნიშნული თანხა იქნა გამოყოფილი, მიზნად მუნიციპალიტეტის 5 სოფელში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას ისახავდა.

სამუშაოების პირველი ეტაპი ჯერ კიდევ მაისის თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტისთვის განსაზღვრული თანხა ისე გაიხარჯა, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი თვალით არ უნახავს.

ინფორმაციას Pressa. Ge  აქვეყნებს, სადაც ინტერნეტ პორტალის ჟურნალისტები გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკების კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.

გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, თანხის გაფლანგვის საქმეზე, შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ დრომდე მოკვლევა დაწყებული არ არის.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომელიც ვერ შეასრულა და ამ არ შესრულებული ვალდებულების გამო, არ არის დაჯარიმებული, არ დაწყებულა მოკვლევა. აჩენს ეჭვს კორუფციის და ე.წ. „ატკატების“ შესახებ. ის სამუშაოები, რომელიც უნდა შეესრულებინა აღემატებოდა მის შესაძლებლობებს. 8 მილიონი გაფლანგეს, მეორე ეტაპი არ დაუწყიათ და ნაცვლად იმისა, რომ დანაპირები შეესრულებინა მერიას და გამგეობას და გუბერნიას და ზოგადად, ხელისუფლებას, დღეს 30 ათასი ადამიანი ამაოდ ელოდება ოცნების ასრულებას, 21 საუკუნეში ითხოვს წყალს, რომელიც არ აქვს,“- განაცხადა კაპანაძემ.

დღის ამბები