25 სექტემბერი 2021,   15:57
ვრცლად
"ტროლების" ქარხანა და ხელისუფლების რუსული მეთოდები - რუსთაველის გამზირზე სატელევიზიო გადაცემის სტუმარი სოფო გელოვანი იყო

„ტროლების“ ქარხანა და საზოგადოების აზრის წინააღმდეგ გამოყენებული რუსული მეთოდი - აღნიშნულ საკითხზე რუსთაველის გამზირზე სატელევიზიო ფორმატში იმსჯელეს. პარლამენტის წინ გამართული სატელევიზიო გადაცემის სტუმარი მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი სოფო გელოვანი იყო.

გელოვანის თქმით, ე.წ. „ტროლები“, რომლებიც სოციალურ ქსელში ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ, რუსული ხელწერაა. გელოვანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ რუსულ მეთოდს აქტიურად იყენებს.

„როგორც კი რაიმე კრიტიკული განწყობები ვრცელდება ხოლმე სოციალურ ქსელში ხელისუფლების მიმართ, იქ იმ მომენტში ვხედავთ, რომ მობილიზდება ხოლმე ეს ყალბი პროფილების კომენტარები და ხდება იმ ადამიანების დისკრედიტაცია, ვინც ვთქვათ, ან ქუჩაში დგას, ან სოციალურ ქსელში გარკვეულ კრიტიკულ აზრს ავრცელებს. როდესაც შემდეგ გადავდივართ და ვსწავლობთ ამ პროფილებს, აღმოჩნდება, რომ ესენი არიან ყალბი ანგარიშები, იწონებენ სახელისუფლებო გვერდებს, იწონებენ კონკრეტულ პოლიტიკოსებს და ამით ვხედავთ, რომ კავშირები ხელისუფლებასთან არსებობს. არის ეს რუსული მეთოდი, რომელიც ძალიან სამწუხაროდ, გადმოიტანა ხელისუფლებამ საქართველოში და იყენებს თავისი საზოგადოების წინააღმდეგ ამ რუსულ მოდელს,“- განაცხადა გელოვანმა.  

დღეს პროტესტის 51 დღეა - რუსთაველის გამზირზე ეს კვირეული მთლიანად აგვისტოს ომის თემატიკას დაეთმობა.

დღის ამბები