20 იანვარი 2021,   20:36
ვრცლად
ალმაზბეკ ატამბაევი დააპატიმრეს

ყირგიზეთში 6 საათიანი დაკითხვის შემდეგ ალმაზბეკ ატამბაევი დააპატიმრეს. ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ძალოვანებს თავად ჩაბარდა, 26 აგვისტომდე წინასწარ პატიმრობაში დარჩება.

ალმაზბეკ ატამბაევს კორუფციის და კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირს ედავებიან. მის დასაკავებლად ყირგიზეთის ხელისუფლებამ სპეცოპერაცია დაგეგმა, რასაც არეულობა მოჰყვა.

ატამბაევის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მეოთხე დღეა გრძელდება. დაკავებულთა რაოდენობამ უკვე 50-ს მიაღწია.

ამავე თემაზე
დღის ამბები