20 იანვარი 2021,   21:46
ვრცლად
ბრექსიტი - დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმებაში ცვლილების შეტანას სთხოვს

ბრექსიტი - დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმებაში ცვლილების შეტანას მოითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი კომპრომისზე არ წავა, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს, რაზეც პასუხისმგებლობის აღება თავად ბრიუსელს მოუწევს. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. დომინიკ რააბი იმ ცვლილებებს გულისხმობს, რომელიც ევროკავშირს ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა შესთავაზა.

ბორის ჯონსონი ე.წ. ირლანდიური ბექსტოპის ინიციატივით გამოვიდა. ბრექსიტის დოკუმენტის არსებული ვერსიით, ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სასაზღვრო რეჟიმი უნდა დაწესდეს, რასაც ლონდონში ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად აფასებენ.

დღის ამბები