21 იანვარი 2022,   14:52
ვრცლად
"სადამსჯელო ღონისძიება ახალ ფაზაში გადავიდა" - ზაალ უდუმაშვილი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე საუბრობს

"სადამსჯელო ღონისძიება ახალ ფაზაში გადავიდა, რომელიც ნიკა გვარამიას განეიტრალებას ემსახურება"-ასე ეხმაურება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას.

მისი თქმით, საქმე, რომელზეც ნიკა გვარამიას ბრალის წარუდგინეს, სამართლებრივად ნონსესია. თუმცა უდუმაშვილის აზრით, მთავარი მხოლოდ ის არის რა სურს ბიძინა ივანიშვილს.

"აქ მხოლოდ ერთი შეფასება არის, ქვეყანაში მყარდება დიქტატურა და ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მოიშოროს და დაიტოვოს თავისუფალი სივრცე რათა 2020 წლის არჩევნებში გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში როგორც აქამდე აკეთებდა, სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი ბრალი აბსურდულია, ორ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების გამო გენერალურ დირექტორს წაუყენო ბრალი ეს არის სრული აბსურდი და სამართლებრივი ნონსესი. მაგრამ ამას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რა უნდა ბიძინა ივანიშვილს,“- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

ნიკა გვარამიას 3 დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. "რუსთავი2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს.

პროკურორის თქმით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების გარდა, "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის კომენტარებიც დაედო. ნიკა გვარამია დღეს პროკურატურაშია დაკითხვაზეა დაბარებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები