20 იანვარი 2021,   21:34
ვრცლად
აფეთქებები თურქეთ-სირიის საზღვარზე - ჰაიტაის პროვინციაში საბრძოლო ტექნიკის საწყობი იწვის

აფეთქებების ხმა ისმის თურქეთ-სირიის საზღვარზე - ჰაიტაის პროვინციაში საბრძოლო ტექნიკის საწყობი იწვის. ხანძარი თურქეთის არმიის ობიექტზე გამთენიისას გაჩნდა.

საფრთხის გამო ქალაქ რეიჰანლიდან მოსახლეობა გაიყვანეს. ჩაიკეტა ცენტრალური მაგისტრალები, რომლებიც ქალაქს და ახლომდებარე სოფლებს რეგიონალურ ცენტრთან აკავშირებს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის მიზეზის დასადგენად ადგილზე, მაშველებთან ერთად, საგამოძიებო ჯგუფებია მობილიზებული.

დღის ამბები