26 ოქტომბერი 2020,   06:20
ვრცლად
ივანიშვილმა მოსპო და გაანადგურა ქართული სახელმწიფოს იმიჯი - ბაჩუკი ქარდავა

„ივანიშვილმა მოსპო და გაანადგურა ქართული სახელმწიფოს იმიჯი და არავინ არ თვლის დღეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, - ეს განცხადება საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ "კურიერთან" გააკეთა.

ის ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ნიკა გვარამიასთვის მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობს.

„მისი ხელისუფლებაში დღეს ყოფნის ოპერაციას შეიძლება დავარქვათ საქართველოს დაბრუნება კრემლის გავლენის სფეროში, რომელსაც ახორციელებს ეტაპობრივად და ლოგიკურად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომაც არის დღეს ივანიშვილი ხელისუფლებაში“, - განაცხადა ქარდავამ.

დღის ამბები