22 ოქტომბერი 2020,   19:14
ვრცლად
საბერძნეთში გაუჩინარებული სალომე გოგინაშვილს დედა საკონსულოს დახმარებას სთხოვს

საბრძნეთში გაუჩინარებულ 32 წლის სალომე გოგინაშვილს ეძებენ. ახალგაზრდა ქალი დედასთან და ძმასთან ერთად უკვე 17 წელია ათენში ცხოვრობს. "კურიერმა" დაკარგულის დედასთან დაკავშირება მოახერხა.

ნონა კუპრაშვილის განცხადებით, მისი შვილი სახლიდან შაბათს გავიდა და მას შემდეგ უშედეგოდ ეძებენ. სალომე გოგინაშვილი ბოლოს მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან შენიშნეს, თუმცა, მას შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. სალომეს მობილური ტელეფონიც გათიშულია.

დედის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს პოლიციას. დაკარგული ქალის ოჯახი კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვენ. სალომე გოგინაშვილის დედა დახმარებას საქართველოს საკონსულოს თხოვს.

დღის ამბები