17 ოქტომბერი 2021,   19:17
ვრცლად
მსჯავრდებულები სალომე ზურაბიშვილს უჩივლებენ

მსჯავრდებულები საქართველოს პრეზიდენტს უჩივიან - განაცხადა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ. კაკაბაძის თქმით, პატიმრები, რომლებიც შეწყალებას ელოდებოდნენ, მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ შეწყალების აქტით ვეღარ ისარგებლებენ.

"მე თავად დავეხმარები მსჯავრდებულებს  და მათთან ერთად მოვამზადებ კონსტიტუციური უფლებების დარღვევის ფაქტზე სარჩელს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ჰქონდა იურიდიული საფუძველი და ეს იყო პოლიტიკური განაცხადი,"- აცხადებს ნანა კაკაბაძე.

შეგახსნებთ, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავდებულების შეწყალებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც შეწყალებულ პატიმართა შორის მოხვდნენ ნარკორეალიზატორები და მკვლელები, რასაც სკანდალი და საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

დღის ამბები