17 ოქტომბერი 2021,   19:02
ვრცლად
კილომეტრიანი რიგი ლარსზე - მძღოლებს შეფერხებას რუსული მხარე უქმნის

ლარსზე კილომეტრიანი რიგი დგას. რუსეთის მხრიდან საზღვარზე მიმოსვლა სატვირთო მანქანების ნაწილისთვის, ფაქტობრივად, პარალიზებულია. მძღოლები  რამდენიმე კვირაა დგანან და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მიზეზად რუსული მხარე სასაზღვრო პუნქტზე ტექნიკურ ცვლილებებს ასახელებს. როგორც ირკვევა, მოსკოვმა საზღვრებზე გადასატანი ტვირთის დასაშვები ნორმა შეცვალა.

მძღოლების თქმით, ახლა ვისაც მეტი წონა მიაქვს ან ჯარიმა უნდა გადაიხადოს ან ქრთამი. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. ამბობენ, რომ ვითარება გაუსაძლისია, მათი განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა, ელემენტარული პირობებისა და საკვების გარეშე მანქანაში სძინავთ.

დღის ამბები