22 ოქტომბერი 2020,   19:53
ვრცლად
"არ არის თანხა, ვერავის ვეხმარებითო" - თელავის მუნიციპალიტეტმა სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანად დახარჯა
წლის ბოლომდე 3 თვეა დარჩენილი, თუმცა თელავის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა უკვე ამოწურულია.
 
დახმარების მოთხოვნით გაგზავნილ წერილებს თელაველებს უკან უბრუნებენ, რადგან ბიუჯეტში თანხა აღარ არის.
 
ხელისუფლება აღიარებს, რომ ბიუჯეტი არასწორად დაიგეგმა. თელავის მერმა პირობა დადო, რომ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებს, თუმცა ამის არ სჯერა ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე საუბრობს.
დღის ამბები