26 სექტემბერი 2020,   19:15
ვრცლად
თუ შეერთებული შტატები პირობას არ შეასრულებს, თურქეთი სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს

რეჯეფ თაიპ ერდოღანი სამხედრო შეტევების განახლებით იმუქრება, იმ შემთხვევაში თუ ქურთების "სახალხო რაზმი" უსაფრთხოების ზონას სრულად არ დატოვებს.

თურქეთის პრეზიდენტმა განცხადება რუსეთში ჩასვლამდე გააკეთა. დღეს პუტინი და ერდოღანი სირიაში სამხედრო ოპერაციის თემას სოჭში განიხილავენ. თურქეთ-სირიის საზღვართან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა დღეს საღამოს გასდის.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯიპ თაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ აუცილებლად გამონახავს ძალებს, რათა დასრულდეს ქურთი სამხედრო ძალების მოქმედებები.

"ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინთან ჩრდილოეთ სირიაში არსებულ ვითარებას განვიხილავ, განსაკუთრებით ევფრატის აღმოსავლეთში. ჩვენ გამოვნახავთ ისეთ საშუალებას, რომ რეგიონში დასრულდეს ქურთი სამხედრო ძალების მოქმედებები. განვიხილავთ იმასაც, რომ საკონსტიტუციო კომიტეტის მუშაობა კონკრეტული საქმეებით განისაზღვროს," - განაცხადა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა.

დღის ამბები