26 ოქტომბერი 2020,   05:47
ვრცლად
ვიდრე საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვა არ დამთავრდება, მინიშნებები კომპანიების ვითომ ჩაგვრაზე სპეკულაციაა - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ფრონტერას" ლობისტები კრიტიკულ განცხადებებს მანამდე გააკეთებენ, ვიდრე კომპანია პოლიტიკით სპეკულაციას გააგრძელებს. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარტია "ქართულ ოცნებაში", ვინც სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციას ხელმძღვანელობდა, პარტიის წევრი აღარაა, შესაბამისად, ამერიკულმა მხარეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს.

მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულ მიმართულება პარტიის ახალმა წევრებმა ჩაიბარეს.

"სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში ქართულმა მხარემ მოინდომა, რომ საქმე განხილულიყო. ვიდრე ეს არ დამთავრდება, ყოველგვარი მინიშნებები კომპანიების ვითომ ჩაგვრაზე არის წმინდად სპეკულაციური.

რაც შეეხება წინა დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, აქ უკვე ჩვენი პრობლემაც უნდა დავინახოთ, რომ გარკვეული ინფორმაციული, კომუნიკაციური ხარვეზები იყო. რაც შეეხება პარტიულ კომუნიკაციას, ვინც ხელმძღვანელობდა პარტიაში ამ მიმართულებას, ისინი დღეს ჩვენი წევრები აღარ არიან და ეს მიმართულება ჩაიბარეს გუნდის ახალმა წევრებმა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში კონგრესმენების კრიტიკას და მათი მხრიდან "ფრონტერას" ხსენებას, ხელისუფლება ამ კომპანიის ლობისტებს უკავშირებს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ კონგრესმენების ის ნაწილი, რომლებიც "ფრონტერას" ახსენებენ და ამ კონტექსტში ამერიკულ კომპანიებზე ზეწოლაზე საუბრობენ, "ფრონტერას" ინტერესების გამტარები არიან. მათივე განცხადებით, ეს უსამართლო პოზიციაა, რადგან საეჭვო რეპუტაციის მქონე  კომპანიის წინააღმდეგ საქმე საერთაშორისო არბიტრაჟშია.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს არა ვაშინგტონის, არამედ კონგრესის ერთეული წევრების პოზიციაა.

დღის ამბები