26 ოქტომბერი 2020,   06:23
ვრცლად
იტალიიდან ჩამოფრენილი საქართველოს ერთი მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს - მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ

კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი იტალიაში და პირველი პირდაპირი რეისი საქართველოში - თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

მგზავრებს ადგილზე მედიკოსთა ჯგუფი დახვდა, რომელმაც ჩამოსული ადამიანები შეამოწმა.

იტალიიდან ჩამოსული პირველი საეჭვო პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდება.

როგორც იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, მათ პირველი შემოწმება ჯერ კიდევ იტალიაში გაიარეს. საქართველოს ტერიტორიაზე კი მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.

"გამომკითხეს სად ვიყავი ბოლო 6 დღის განმავლობაში. როგორ ვგრძნობდი თავს. არანაირი სიმპტომი არ მქონია საერთოდ. აპარატით გამისინჯეს ტემპერატურა, შემდეგ ჩაიწერეს მონაცემები, სად ვიყავი და სად მივდივარ ახლა," - განაცხადა იტალიიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ.

"ელემენტარული შემოწმება გავიარეთ. სიცხე გვაქვს თუ არა ალბათ ეგ დაადგინეს. ასე მოიქცნენ მილანში ჩასვლის დროსაც," - განაცხადა კიდევ ერთმა მოქალაქემ.

"მილანშიც, როცა ჩავედით ტემპერატურა შეგვიმოწმეს, აქაც შეგვიმოწმეს. ქალაქში გარკვეული მაღაზიები იყო დაკეტილი. დღეისთვის, როგორც ვიცით სკოლებია დაკეტილი," - აღნიშნა იტალიიდან ჩამოსულმა მგზავრმა.

კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო, ჩინეთისა და ირანის შემდეგ, შეზღუდვები შესაძლოა იტალიასთანაც დაწესდეს. საკითხზე სპეციალური ჯგუფი მსჯელობს.

დღის ამბები