26 ოქტომბერი 2020,   06:22
ვრცლად
ჩინელი ცოლ-ქმარი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დრომდე კლინიკაში რჩება

ჩინელი ცოლ-ქმარი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში სხვა მგზავრების მოთხოვნით გადაიყვანეს, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მედიკოსების თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსის არცერთი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.

"ჩვენს ცენტრში მოთავსებულია სამი პაციენტი, ჩატარებული კვლევებით გრიპი A და B, ასევე პნევმონია გამოირიცხა. შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ, ჯერჯერობით ყველაფერი კვლევის ფაზაშია," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ცოლ-ქმარი საქართველოში დუბაიდან ჩამოვიდა. შანხაი მათ დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვეს. ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 3 პირი აგრძელებს მკურნალობას - ერთი ქართველი, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა და ირანელი ცოლ-ქმარი.

დღის ამბები