26 ოქტომბერი 2020,   06:18
ვრცლად
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელის

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმეზე, დღეს განაჩენი გამოცხადდება.

ადვოკატს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. ბრალდების მხარემ სულ 150 მოწმე წარადგინა. ბრალდებულის უფლებადამცველის მტკიცებით, მათგან კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მხოლოდ სამმა მისცა და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ადვოკატი კალანდიას გამართლებას ვარაუდობს.

"ველოდებით მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს, რადგან საქმეში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, არცერთი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლოა გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს - არ არსებობს. ერთადერთი რაც შეიძლება ამის შემაფერხებელი შეიძლება გახდეს, პოლიტიკური დაკვეთაა. ჩვენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავამტკიცოთ კალანდიას უდანაშაულობა, როგორც შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე ასევე, ადამიანის ევროპულ სასამართლოში," - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

დღის ამბები