26 ოქტომბერი 2020,   06:20
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების კონკრეტული გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები რადიკალურ ზომებს მიმართავენ. გუშინ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ახალ ამბებს ჩამოაშორეს.

ჟურნალისტები კვლავ იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც მათი თქმით, სარედაქციო პოლიტიკას ემუქრება. კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ ჟურნალისტები დღეს გახდება ცნობილი. თუმცა ამბობენ, რომ არსებულ ვითარებას არ შეეგუებიან და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

"გადაწყვეტილება, რომელიც დირექტორმა მიიღო, იყო გაგრძელება მრჩეველთა საბჭოს სხდომისა, სადაც საშტატო ერთეულები გააუქმეს, როგორც ვახსენებდი ადრე და ახლაც, საუბარი არ არის მხოლოდ მაუწყებლის იდეაზე იმიტომ, რომ ეს ცნება თითქოს შორეულია. ამავდროულად საუბარია კონკრეტული ადამიანების უფლებებზე, რომელიც ირღვევა," - განაცხადა ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელმა მალხაზ რეხვიაშვილმა. 

დღის ამბები