26 ოქტომბერი 2020,   05:44
ვრცლად
ესტონეთის დამოუკიდებლობის დღე საქართველოში - ესტონეთის ელჩმა განათლების სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღე საქართველოში - საზეიმო ღონისძიებებს ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო მართავს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს მასშტაბით სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები დაესწრნენ. საზეიმო მიღება პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა.

საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კაი კაარელსონის თქმით, მოხარული იქნება მათი განათლების სისტემის გამოცდილება საქართველოს გაუზიაროს.

"ესტონეთის ეროვნულ დღესასწაულს ვზეიმობთ. ამ ღონისძიების გასამართად თბილისის კლასიკური გიმნაზია შევარჩიეთ, რადგან ესტონელები მიიჩნევენ, რომ განათლება ქვეყნისთვის სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედია. ესტონეთი განათლების ხარისხის მიხედვით მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს.

პირველები ვართ ევროპაში და მეხუთე ადგილზე ვართ მსოფლიოში, რაც ნიშნავს, რომ ეფექტიანად ვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმირებას. მოხარულები ვართ, რომ ეს გამოცდილება შეგვიძლია საქართველოს გავუზიაროთ," - აცხადებს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი.

დღის ამბები