26 ოქტომბერი 2020,   05:56
ვრცლად
სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი - საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს თხუთმეტამდე ძაღლი ჰყავდა ჩაკეტილი

სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს ბოლო სამი წლის განმავლობაში თხუთმეტამდე ძაღლი ჰყავდათ ჩაკეტილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ცხოველებს არასათანადო პირობებში ამყოფებდნენ. მეზობლების მოთხოვნით, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ძაღლები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გადაიყვანა. გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო.

"სამი წელია ამ მდგომარეობაში ვართ, რამდენჯერ გამოვიძახეთ პატრული, მათ მხოლოდ დააჯარიმეს და გაფრთხილება მისცეს, თუმცა მაინც არ გაითვალისწინეს. მოუვლელ, დაუბანელ მდგომარეობაში ჰყავთ ძაღლები, ჰაერზე საერთოდ არ გაჰყავთ. იძულებულები გავხდით სამაშველო სამსახური გამოგვეძახებინა" - აცხადებს მეზობელი. 

დღის ამბები