26 ოქტომბერი 2020,   06:15
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსურმა პოლიციამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავა. ორივე მათგანი სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები არიან. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა უერთიერთშეთანხმებით და უკანონო ქმედებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი 100 ათას ლარზე მეტით დააზარალეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7-წლამდე ვადით.

დღის ამბები