26 ოქტომბერი 2020,   04:55
ვრცლად
ვის დავუჭერთ მხარს, ამას გადავწყვეტ ჩვენ და არავითარ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის", ან მეორე "ნაციონალური მოძრაობის" კარნახით - ალეკო ელისაშვილი

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმებას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ არ აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" კარნახით იმოქმედოს:

"ისე იგი, ახლახანს წავიკითხე რომ თურმე ოპოზიცია შეთანხმებულა თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე და მათ შორის მეც თურმე დასტური მითქვამს. არ ვიცი ვინ რატომ მისცა თავის თავს უფლება მე და სამოქალაქო მოძრაობას პოლიტიკური ბედი გადაგვიწყვიტოს?! რატომ გადაწყვიტა ნაციონალურმა მოძრაობამ რომ უნდა მიგვითითოს სად ვინ დავაყენოთ კანდიდატურები, ან სად ვის კონკრეტულად უნდა დავუჭიროთ მხარი? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მცირე აზრთა გაცვლა გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა. არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს. ეს ხარბი ზნე როგორც ჩანს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ მოიშალა. ჯერ იყო და პროპორციული არჩევნების მოპოვება დაიბრალეს და ახლა საკუთარი ჭკუით და გემოვნებით გაგვანაწილეს თბილისში. კარგად დაიმახსოვროს ყველამ - ჩვენ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვართ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნების და პატიოსანი საარჩევნო სისტემის მოპოვების მიზნისთვის! რომელი კანდიდატი სად დავდგებით და ვის დავუჭერთ ან არ დავუჭერთ მხარს ამას გადავწყვეტ ჩვენ თვითონ და არავითარ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის", ან მეორე "ნაციონალური მოძრაობის" კარნახით," - წერს ალეკო ელისაშვილი

დღის ამბები