24 ნოემბერი 2020,   16:35
ვრცლად
აზერბაიჯანში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა ირანიდან დაბრუნებული ქალი იმსხვერპლა. 

1news.az-ის ინფორმაციით, პაციენტი 51 წლის იყო. მას კორონავირუსის გარდა მძიმე ავტოიმუნური დაავადებაც დაუდგინეს. 

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დრომდე, ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 13 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

დღის ამბები