25 ნოემბერი 2020,   01:52
ვრცლად
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაურეკონ ექიმს - ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, რომ წესები და რეკომენდაციები ზუსტად დაიცვან და სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში თავდაპირველად ექიმს დაურეკონ, რათა სამედიცონო დაწესებულებებში რიგში დგომას აარიდონ თავი:

"დღეს დააახლოებით 1000-მდე ადამიანია თვითიზოლაციაში, დავიცვათ თვითიზოლაციის წესები. თუ ამ პერიოდში გარკვეული სიმპტომები იქნა გამოკვეთილი, აუცილებლად დაურეკონ ექიმს. გრიპის დროს ხშირად ვამბობდით, რომ მიმართონ,მაგრამ ახლა ვთხოვთ, რომ დაურეკონ, რაც შეიძლება ნაკლები იყოს პირდაპირი მიმართვები. სთხოვონ ექიმს, რომ დაუნიშნოს ზუსტად რომელ საათზე მივიდნენ თუ მისასვლელია, რათა თავი ავარიდოთ დიდ რიგებს და თავყრილობებს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები