27 სექტემბერი 2023,   12:52
ვრცლად
მივდივართ პროგნოზის ფარგლებში, სწრაფი ეპიდაფეთქება არ ფიქსირდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე ვითარდება, როგორც სპეციალისტები პროგნოზირებდნენ. 

"ვპროგნოზირებდით, რომ ზრდა გვექნებოდა და დაახლოებით მივდივართ იმ პროგნოზის ფარგლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი სცენარით იყო განსაზღვრული, ანუ, სწრაფი ეპიდაფეთქება, ჯერ-ჯერობით, არ ფიქსირდება.

ვფიქრობთ, საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს, ვაწარმოოთ ფართო მასშტაბის პრევენცია ქვეყანაში. ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ - სახელმწიფო, კერძო სექტორი, საზოგადოება; დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით და ახლა, ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება. ამიტომ, ჟურნალისტებსაც გთხოვთ, ცოტა მოშორებით დადგეთ ხოლმე ჩაწერის დროს.

თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს, სახლში 2-3 ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები - ეს უკვე კანონითაც აკრძალულია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები