23 სექტემბერი 2020,   10:31
ვრცლად
დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გასაყიდად 64 კგ ცხენის ხორცი გამოიტანეს

64 კილოგრამი ცხენის ხორცი დახლებზე - დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი ხორცპროდუქტი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. გვირაბში აღმოაჩინა.

64 კილოგრამი ხორცი სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. გამოვლენილი კანონდარღვევის საპასუხოდ საწარმოო პროცესი უკვე შეუჩერდა სავაჭრო ობიექტს. უწყების ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ადგილზე არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები და არასათანადოდ ხორციელდებოდა რეცხვა-დეზინფიცირება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება მონიტორინგი აგრარულ ბაზრებსა, სასურსათო და სავაჭრო ობიექტებზე. უწყება ბიზნესოპერატორებს საფრთხისშემცველი პროდუქტის რეალიზაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.



დღის ამბები