27 ოქტომბერი 2020,   02:08
ვრცლად
მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო დადგენილია - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო დადგენილია:

"შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს, კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან, ჯერჯერობით მარნეულის რაიონში ჩვენ არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელება, იმიტომ რომ ყველა ვინც არის დადებითი, ყველა უკავშირდება ახლო ოჯახურ კონტაქტებს ამ ქალბატონის,"- განაცხადა პაატა იმნაძემ, მისი თქმით, გაკეთდება გენეტიკური ანალიზი, როდის მოხვდა ეს ვირუსი ამ ადამიანთან და ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა.

დღის ამბები