24 ნოემბერი 2020,   17:23
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციურ საავადყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ჩხოროწყუდან და ახალკახათიდან 2 ახალი პაციენტი გადაიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით  ორი ახალი პაციენტი ჩხოროწყუდან და ერთი ზუგდიდის სოფელ ახალკახათიდან გადაიყვანეს. მათ ამ წუთებში კვლევები უტარდებათ, რის შემდეგაც გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზები. საავადმყოფოს ინფორმაციით, მათ არც მოგზაურობის ისტორია აქვთ და არც რისკ-ზონიდან ჰქონდათ ვინმესთან შეხება.

ინფექციურ საავადმყოფოში რჩება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ხველება და ცხელება აღენიშნება, თუმცა მისი ანალიზები, ჯერჯერობით, გაგზავნილი არ არის. საავადმყოფოში რჩება 67 წლის მამაკაცი, რომელსაც COVID-19 25 მარტს დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები