25 ნოემბერი 2020,   01:57
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შუახნის ქალის პასუხი covid 19-ზე დადებითია და ეს სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

50 წლის ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ გვიან ღამით გადმოიყვანეს.

სულ ზუგდიდში covid 19-ის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს. პირველ პაციენტს - 67 წლის მამაკაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა.

დღის ამბები