25 ნოემბერი 2020,   01:58
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთან - რას ყვება პაციენტი N13

"კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთან - რას ჰყვება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მყოფი ლევან ყამარაული. პაციენტი საკუთარ ვინაობას არ მალავს და დეტალურად აღწერს, რა სიმპტომებით მოხვდა ის კლინიკაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად.

"მე-17 დღეა რაც ვიმყოფები ინფექციურ საავადმყოფოში, საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ჯერჯერობით ვირუსი არ გასულა ორგანიზმიდან. ასე რომ ვრჩები ისევ ინფექციურში. სიმპტომები, უმთავრესად დაიწყო დაბალი სიცხით, დაახლოებით 37.5, მერე მაქსიმალური სიცხე მქონდა 38.2. უბრალოდ, ზოგადი სისუსტე მქონდა და კიდევ, რაც მნიშვნელოვანია ალბათ, ცხვირში სუნის შეგრძნება გამიქრა. მეორე დღეს უკვე გადამიყვანეს კლინიკაში და დამიდგინდა ტესტის შედეგად. ჩემი ოჯახის წევრებიც დაინფიცირდნენ ამ COVID-19-ით. მათ შორის არის 2 წლის უმცროსი, რომელიც უკვე განიკურნა.“ - ამბობს ლევან ყამარაული.

პაციენტის თქმით, მის შემთხვევაში სიმპტომი, რომელიც გამოუვლინდა ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა იყო. ლევან ყამარაული ამბობს, რომ მსგავსი სიმპტომი გამოუვლინდა მის მცირეწლოვან შვილსაც. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ამბობს, რომ მისი დაინფიცირების წყარო იტალიის კლასტერი გახდა. 

"ისევე როგორც მე, ბავშვებსაც სუნის აღქმა ჰქონდათ დაქვეითებული... მე პირადად, რასაც ვგრძნობდი იყო ეს, რომ ცხვირში სუნის აღქმა დამიქვეითდა, სიმშრალე ყელის, და დაბალი სიცხე და სისუსტე. სიმშრალის ნიადაგზე მცირედი ხველა. განსაკუთრებული ხველა, არც ერთს არ გვახასიათებდა,“ - ამბობს ინფიცირებული.

დღის ამბები