11 ივლისი 2020,   16:19
ვრცლად
კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ეს არის ე.წ. ციხის ბუნტის საქმე რა დროსაც პატიმრები გარდაიცვალნენ. სტრასბურგმა დაადგინა, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება, სპეცოპერაცია იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი გადაჭარბებული.

დაშავებულებს არ გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება, საკნებში ჩაცხრილეს ის პატიმრებიც რომლებსაც წინააღმდეგობა საერთოდ არ გაუწევიათ.

ე.წ. ბუნტის დროს გარდაიცვალა 7 პატიმარი, დაზიანება მიიღო 22 -მა პატიმარმა და ციხის ორმა თანამშრომელმა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მღელვარების ჩახშობისა და ძალის გამოყენების გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიამ მიიღო, იუსტიციის მაშინდელ მინისტრთან შეთანხმებით.

მომჩივნებს საქართველოს მთავრობამ 80 ათას 800 ევრო უნდა გადაუხადოს.

დღის ამბები