07 აგვისტო 2020,   19:30
ვრცლად
პრინცმა ჩარლზმა ლონდონში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტალი გახსნა

პრინცმა ჩარლზმა ლონდონში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტალი გახსნა. საველე ჰოსპიტალი ორ კვირაში მოეწყო და ამჟამად ის ყველაზე დიდი სამკურნალო დაწესებულებაა.

საავადმყოფო 4000-მდე საწოლით, 500-მდე სასუნთქი აპარატითა და ჟანგბადის სისტემით არის აღჭურვილი. პრინცი ჩარლზი კორონავირუსით თავადაც იყო ინფიცირებული. 

გაერთიანებულ სამეფოში ვირუსს 3605 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 38 ათასს აღწევს.

დღის ამბები