28 ნოემბერი 2020,   06:41
ვრცლად
ნაცმოძრაობა მზად არის, მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხარჯები დაფარონ და ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ

"ნაციონალური მოძრაობა" ავიარეისების დანიშვნაზე საუბრობს და მთავრობის წევრებს წერილით მიმართავს.

წერილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს თინა ბოკუჩავამ შეიტანა.

"ახლა არ არის ნიშნის მოგების დრო და პოლიტიკური ქიშპაობის დროს, ახლა არის ერთობლივი მოქმედების დრო. საქმე ეხება ჩვენს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ძალიან დიდ განსაცდელში იმყოფება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას ვითანამშრობლოთ ხელისუფლებასთან, დავფაროთ ყველა ხარჯი, რაც კი ეხება ამ რეისებს და მოვახდინით ამ ადამიანების ტრანსპორტირება," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები