15 აგვისტო 2020,   03:06
ვრცლად
აგრესიული ტესტირების შედეგად ინფიცირებულთა რადიკალურ ზრდას ამ ეტაპისთვის არ ველოდებით - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აგრესიული ტესტირება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ მის განსახორციელებლად არის კონკრეტული დრო და სივრცე, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ აგრესიული ტესტირება დაიწყება, არ არის მოსალოდნელი ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა.

"აგრესიული ტესტირების შედეგად, ამ ეტაპისთვის, რადიკალურ ზრდას არ ველოდებით. ის, რომ ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი და უკვე გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებსაც ვიკვლევთ, ისეთებს, როგორიცაა მედპერსონალი, არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში. აგრესიული ტესტირება ეტაპობრივად გაფართოვდება კლასტერების უფრო დეტალურად ამოსაცნობად და დეტალური კვლევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმური და ზომიერი ნაბიჯების გადადგმა, რათა ვიყოთ ეფექტურები და ზუსტად გამოვავლინოთ ყველა კლასტერი და ინფიცირებული. პანდემიასთან ბრძოლას გააჩნია გარკვეული გრადაცია, რასაც ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ. ყოველ ნაბიჯზე იცვლება ალგორითმები და პრიორიტეტები.

აგრესიული ტესტირება პრიორიტეტია ჩვენთვის, უბრალოდ, მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე - სად და როდის უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. ვადასტურებ, რომ სახელმწიფოსთვის, სამინისტროსთვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი," - განაცხადა ტიკარაძემ.

დღის ამბები