07 აგვისტო 2020,   19:00
ვრცლად
ზღვის ჰოსპიტალის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდგინდათ - მედპერსონალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს
ზღვის ჰოსპიტალის 2 თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. დადებითი პასუხის შემდეგ ისინი მკურნალობის კურსს გადიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
 
კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსის, მარეხი ბექაიას განცხადებით, გუშინ კლინიკიდან 38 ანალიზის პასუხი გაგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში, ოთხზე პასუხი დადებითი მოვიდა.
 
"გუშინ დადასტურდა 2 დადებითი პასუხი პერსონალთან, ეს არის დაბალი სამედიცინო მედპერსონალის წარმომადგენლები, ისინი ქალაქის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი," - აღნიშნა ბექაურმა.
დღის ამბები