15 აგვისტო 2020,   03:38
ვრცლად
სინიპტოკოსები უახლოეს დღეებში საქართველოში ყინვას პროგნოზირებენ

7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. 7 აპრილს ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც, ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  

8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე. 

უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.

დღის ამბები