11 ივლისი 2020,   15:22
ვრცლად
კათოლიკოს-პატრიარქი პირადი ექიმის რჩევით, ხარების სადღესასწაულო წირვას სამების საკათედრო ტაძარში არ დასწრებია

სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებულ სადღესასწაულო წირვას დღეს პატრიარქი არ დასწრებია. ღვთისმსახურება ილია მეორეს მოსაყდრე შიომ აღავლინა.  

როგორც პატრიარქის მკურნალმა ექიმმა ცისანა შარტავამ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას წნევის მცირე ცვლილება დაუფიქსირდა და სწორედ აქედან გამომდინარე, პატრიარქი დღევანდელ წირვას არ დაესწრო.

"წნევის ციფრები ჰქონდა ოდნავ მომატებული და ჩვენი თხოვნა იყო, ვინაიდან წინ ბზობაა, რამდენიმე დღესასწაულია, უფრო ყოჩაღად იყოს. გუშინ ბრძანდებოდა ლოცვაზე," - განაცხადა ცისანა შარტავამ.  

დღის ამბები