



თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 7 მძიმე პაციენტი მკურნალობს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ახალი პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში მეტ-ნაკლებად გაუარესდა და მათ პნევმონია აღენიშნებათ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 211-ს შეადგენს. სტატისტიკის მიხედვით ამ დროისთვის გარდაცვლილია 3, ხოლო გამოჯანმრთელებულია 50 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში - 4559, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 353 მოქალაქე რჩება.