30 ნოემბერი 2021,   09:23
ვრცლად
ხუთი დაინფიცირებული ექიმის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ

მკვეთრად იზრდება კორონავირუსით ექიმების ინფიცირების შემთხვევები. ბოლნისში კოვიდ-19 ხუთ ექიმს დაუდასტურდა.

ხუთივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია. ექიმების დაინფიცირების წყარო უცნობია, ამ დროისთვის ეპიდკვლევა მიმდინარეობს. დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ეპიდემიოლოგები ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ ხუთი ექიმის ინფიცირების წყარო  და მათი კონტაქტების რაოდენობა.

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ ექიმების კონტაქტების ძირითადი ნაწილი გამოკვლეულია მათი უმეტესობა უკვე კარანტინში და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

"ყველა თანამშრომელი გადაყვანილია თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმზე. ამ ეტაპზე ძირითადი კონტაქტები ვიცით ისინი თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმზე არიან გადაყვანილები,"- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

დღის ამბები