30 ნოემბერი 2021,   09:11
ვრცლად
ახალი შემთხვევებიდან ერთი მარნეულის წყაროდან არის, მეორეს წყარო დგინდება - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 39 პაციენტი, მათგან 2 დღეს შეემატა. ერთი მათგანი მარნეულის წყაროდან არის. მეორე პაციენტის წყარო კი დგინდება

ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და რაიმე გართულება არ შეინიშნება. მძიმე პაციენტებიდან კი განსაკუთრებით საყურადღებოა 2 პაციენტი.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ანალიზები აღებულია იმ პაციენტებზე, რომლებსაც უკვე ვადის მიხედვით უწევდათ გამოჯანმრთელებაზე ტესტის გაკეთება. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ პასუხები უარყოფითი იქნება და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კიდევ რამდენიმე შეემატება.

დღეს საღამოს ლაბორატორიიდან კორონავირუსთან დაკავშირებით, კიდევ 10 პასუხს ელოდებიან

დღის ამბები